დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

04 იანვარი 2021, 12:35 1065 ნახვა

პატრიოტთა ალიანსის პარტიულის სიის მე-8 ნომერი დავით ზილფიმიანი პარლამენტში შედის. ამის შესახებ მან ღია წერილი გამოაქვეყნა.  წერს, რომ  ქვეყნის ინტერესების,  პირადი და დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით,  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას იღებს.  ამბობს, რომ   დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება.

დავით ზილფიმიანი “პატრიოტთა ალიანსის” სიაში  უპარტიოდაა მითითებული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა”  2020  წლის  საპარლამენტო   არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა სხვა  ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი “პატრიოტთა ალიანსმაც” თქვა. 

თუმცა  აღმოჩნდა, რომ  პატრიოტთა ალიანსის პარტიულ სიიდან ოთხ წევრს არ მიუმართავს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.  ესენი არიან დავით ზილფიმიანი, სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, სიის მე-5 ნომერი გელა მიქაძე და მე-7 ნომერი ფრიდონ ინჯია.   ზილფიმიანამდე ავთანდილ ენუქიძემ უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში