კოვიდ-19-ის ახალი შტამი უკვე საქართველოშია

04 იანვარი 2021, 20:09 1947 ნახვა

ბოლო დღეებია საქართველო კორონავირუსის გავრცელების დადებით დინამიკას ინარჩუნებს. მატება სამნიშნა ციფრებშია, თუმცა ამასთანავე პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად  ვირუსის ახალი შტამი B.1.1.7 სწორედ საქართველოში დადასტურდა. 

სხვა ქვეყნიდან შემოსულ 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეს, რომელსაც ე.წ ბრიტანული შტამი დაუდასტურდა ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფები იზოლაციაში არიან.

არსებული ინფორმაციით, ვირუსის ახალი შტამი 35-მდე ქვეყანაშია დადასტურებული და დადგენილია,რომ იგი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კოვიდ 19.

კორონავირუსის 25 სახეობა არსებობს, თუმცა მათგან სხვადასხვა ქვეყანაში 3-ია გამოვლენილი. ქართველი ეპიდემიოლოგები კი დღესასწაულების ფონზე კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან, რის გამოც გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში