რესტორატორთა ასოციაცია მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს

06 იანვარი 2021, 12:29 1143 ნახვა

ენერგოტარიფების ზრდა და 2021 წელს რესტორატორთა სექტორში მოსალოდნელი კრიზისი, ამ თემებზე ისაუბრა დღეს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ, მან აღნიშნა რომ ელექტროენერგიისა და წყლის გაძვირება აისახება ბიზნეს სექტორზე, გაიზრდება ადგილზე წარმოებული და შემოტანილი პროდუქციის ღირებულება.

იმ შემთხვევაში თუ რესტორნები არ განაახლებენ მუშაობას 15 იანვრამდე და დაწესებული შეზღუდვები გაგრძელდება თებერვლამდე, ნაცვლად რესტორნების 50%სა მხოლოდ 10% მოახერხებს მუშაობის განახლებას. შოთა ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, მხოლოდ რესტორნების ქსელიდან 120 000მდე მოქალაქემ მოითხოვა სახელმწიფო დახმარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში