​კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა კი მიუღებელი - გიორგი გახარია 

07 იანვარი 2021, 16:35 1088 ნახვა

კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერში“ წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.

„სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში