რიგები ციტრუსის საწარმოსთან

07 იანვარი 2021, 18:01 1175 ნახვა

რიგები ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოსთან. ფერმერები ამბობენ, რომ არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებას რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებიან. ხშირ შემთხვევაში ციტრუსი მანქანებზე ლპება და გადაყრა უხდებათ. მათი თქმით, რეგიონში არასტანდარტულ მანდარინს ერთი საწარმო იღებს, ამიტომ  მომატებულ მიმართვიანობას ვერ აუდის.

საწარმოს დირექტორი ადასტურებს, რომ უძნელდებათ დიდი რაოდენობით ციტრუსის მიღება. რასაც საახალწლო  უქმე დღეებიც დაემატა. რევაზ გოგიტიძე  აცხადებს, რომ ამ დროისთვის საწარმომ დაახლებით 7 ათას 400 ტონა ციტრუსი გადაამუშავა და ლიმიტი პრაქტიკულად ამოწურა.

რაც შეეხება ციტრუსის მიღების საკითხს, საწარმოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ისინი გააგრძელებენ  მანდარინის მიღებას, თუმცა  საკითხი უფრო კონკრეტულად, 2-3-დღეში გადაწყდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში