საკრებულოს გადაწყვეტილება

25 ოქტომბერი 2016, 00:00 3286 ნახვა

საკრებულოს გადაწყვეტილებით თამარის დასახლებაში 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, სადაც სოციალური სახლის აშენება იგეგმებოდა ქონების მართვის სააგენტოს საკუთრებაში გადაეცა. ტერიტორიაზე  ინვესტორი სამშენებლო მასალების საწარმოს მშენებლობას გეგმავს. შესაბამის განკარგულებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.  მათთვის მიუღებელია სოცილური სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის საწარმოს ასაშენებლად გასხვისება.  ამასთან ოპოზიცია აპროტესტებს   გასხვილებული მიწის ფასს, რაც კვადრატულ მეტრზე 20 ლარს შეადგენს. ფასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდათ “ქართული ოცნების” წევრებსაც - ამბობს გიორგი კირთაძე და არგუმენტად საფინანსო და ეკონომიკური კომისიების ოქმს ასახელებს.  მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი განმარტავს,  რომ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად გამოუსადეგარი იყო,  რადგან ნავთობის მილი გადის. რაც შეეხება საინვესტიციო პირობას - ღირებულება 7 მილიონია და  ინვესტორს საწარმოს მშენებლობის დროს 200 ადგილობრივის  დასაქმება ევალება.

ამავე კატეგორიაში