ლევან ვარშალომიძის განცხადება

25 ოქტომბერი 2016, 00:00 3703 ნახვა

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს კიდევ ერთი ვიდეომასალა წარმოადგინეს, რომელიც  ლევან ვარშალომიძის თქმით, 68 და 69-ე ოლქებში საარჩევნო უბნებზე მომხდარ  დარღვევებს ეხება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, კადრებში ჩანს თუ როგორ ხაზავენ კომისიის წევრები  დათვლის პროცესში ბიულეტენებს. ლევან ვარშალომიძის მტკიცებით, პროცედურები ყველა უბანზე დაირღვა. პარტიაში ამბობენ, რომ  ვიდეომტკიცებულებებს პერიოდულად გაასაჯაროვებენ. ოლქის იურისტის განმარტებით, აღნიშნულ უბნბზე იოყვენენ დამკვირვებლები, რომლებსაც საჩივრით  ოლქისთვის არ მიუმართავთ. მისივე თქმით ოლქი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ საკითხს. 

ამავე კატეგორიაში