„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

11 იანვარი 2021, 14:36 868 ნახვა

ერთ საათში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, იმსჯელებენ  პარტიის განვითარების გეგმებზე, ასევე პარტიის მომავალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე. პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება, თუ ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მის შემცვლელად ირაკლი კობახიძე სახელდება. ახალი თავმჯდომარე პარტიის ყრილობამ უნდა აირჩიოს. ყრილობის ზუსტი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე პარტიის წესდებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს გენერალური მდივანი კახა კალაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში