ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა-პოლიტიკური შეფასებები

11 იანვარი 2021, 14:38 1244 ნახვა

„ჩასაძირად განწირული გემიდან კაპიტნის გაქცევა“ - ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას გაქცევას უწოდებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბიძინა ივანიშვილს ამ გზით პასუხისმგებლობის არიდება სურს. პარტიის თავმჯდომარის შემცვლელი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლით ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ინტერესი პოლიტიკაში ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოპონენტების შეფასებები განსხვავებულია.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში