სანაპირო კურორტებზე აღმოსავლეთის ცხელი და ძლიერი ქარი დასავლეთის ქარიშხალმა ჩაანაცვლა

13 იანვარი 2021, 22:41 4254 ნახვა

22 საათიდან - სანაპირო კურორტებზე აღმოსავლეთის ცხელი და ძლიერი ქარი დასავლეთის ქარიშხალმა ჩაანაცვლა, რომლის სიჩქარეც 22 მეტრ წამამდეა, ტემპერატურა დროის მოკლე მონაკვეთში 24 გრადუსიდან 13 გრადუსამდე დაეცა.

უახლოეს საათებში ქარის სიჩქარე არ გაიზრდება, მაგრამ იგივე ინტენსივობით იქროლებს, შუაღამით კი გაწვიმდება.

იყავით ფრთხილად, ცვივა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები და შესაძლოა წარმოიქმნას ხანძრის ლოკალური კერები, ვინაიდან ძველით ახალ წელს ვზეიმობთ, ფეიერვერკების გასროლამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ხანძრის წარმოშობას.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში