იაგო ხვიჩია ''ქართულ ოცნებასთან'' ფარულ კონსულტაციებს ადასტურებს

14 იანვარი 2021, 14:51 1297 ნახვა

,,გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დღეს საჯაროდ დაადასტურა, რომ მას ჰქონდა ფარული კონსულტაციები ''ქართულ ოცნებასთან'' და არა ერთხელ, თუმცა არ დაუკონკრეტებია ხელისუფლების მხრიდან ვინ იყო წარმომადგენელი. მისი თქმით, საკითხზე რაიმე ტიპის შეთანხმება, რომ შემდგარიყო მაშინ ეს საჯაროდ გახდებოდა ცნობილი. 

ამ წუთებში კი „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის პოლიტიკური კონსულტაციები იმართება. ალეკო ელისაშვილი შეხვედრაზე უკვე შევიდა. საუბარია ''გირჩის'' იმ ნაწილზე, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძეს გამოეთიშნენ. 

მათი იდეა ასეთია, თუ თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს ოპოზიცია ეს იქნება ერთგვარი პლებისციტი და ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. გირჩი აპირებს ამ თმაზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ესაუბროს. მათ შორის პირველია ალეკო ელისაშვილი. გირჩის წარმომადგენლების თქმით, კონსულტაციები სხვა ოპოზიციონერებთანაც გაგრძელდება.

''თუ მიუხედავად იმისა რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა, ასევე გასწორდა საარჩევნო სისტემა და ''ქართულმა ოცნებამ'' ისევ მოიგო თვითმართველობის არჩევნები, მაშინ ჩვენს მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისედაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია'' - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

​''მოქალაქეების'' ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება. ალეკო ელისაშვილი 

''უსასრულოდ გაიწელა მეხუთე რაუნდი და როდის იქნება არ ვიცით. ამასობაში ეს ქვეყანა თავზე დაგვემხო. მე და ლევან იოსელიანი არ ვეკითხებით არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს, არც ბოკერიას და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად კონსულტაციები უნდა გავმართოთ ოპოზიციაში იმ ადამიანთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გაბედულება მიიღოს თამამი გადაწყვეტილება. ''მოქალაქეების'' პოზიციაა, თუ ქართული ოცნება ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება ამ შემთხვევაში მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ რომ შევიდეთ'' - აცხადებს ელისაშვილი. 

 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში