არჩევნების კამპანიის დაფინანსება - საერთაშორისო გამჭვირვალობის საბოლოო ანგარიში

15 იანვარი 2021, 11:56 886 ნახვა

68 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა და მათ იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნების დაფინანსების საბოლოო ანგარიშში.

ასევე აღნიშნულია, რომ ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები 4 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან.

საია-ს ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტებიდან საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით, ტრადიციულად, მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა. საარჩევნო სუბიექტებმა 1-ელი სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში 38.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 45% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის, მას მოსდევს „ლელო“, მესამეზეა „ძალა ერთობაშია“.

როგორც ირკვევა, პარტიების მიერ მიღებული შემოსავლების მხოლოდ 10% მოდიოდა სახელმწიფო დაფინანსებაზე, 90% კი - კერძოზე. რაც შეეხება ხარჯებს, სუბიექტებმა სულ 37.3 მლნ-მდე ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს, რომლის 46% - 17.1 მლნ ლარი მმართველ პარტიაზე მოდის. 6 მლნ ლარით აქაც მეორე ადგილზეა „ლელო”, მესამეზე კი გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში