მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ საქართველომ კოვაქსისგან დამოუკიდებლად ვაქცინა მიიღოს - ამირან გამყრელიძე

15 იანვარი 2021, 15:57 1066 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო კომისიის წევრთა შეხვედრა დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით ოფიციალურ დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ საქართველომ კოვაქსისგან დამოუკიდებლად ვაქცინა მიიღოს.

"სახელმწიფო, დღეს, გარდა კოვაქსისა აწარმოებს ძალიან ბევრ ბილატერალურ მოლაპარაკებებს, ეს ტარდება ოფიციალურ დონეზე, აქ ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოების მეშვეობით, წარმოებს მოლაპარაკება ყველა დიდ მწარმოებელთან და ასევე ყველა დიდ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირების ხელმომწერი ქვეყანა, გვაქვს ევროკავშირთან ე.წ სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტი, ამიტომ ევროკავშირი სერიოზულად არის ჩართული, რომ საქართველომ პირველივე ეტაპზე მიიღოს გარკვეული დოზები, შეიძლება კოვაქსის საშუალებით, მაგრამ კოვაქსის დოზებისგან დამოუკიდებლად. ამის შესახებ, მომავალ კვირას, 18 იანვარს იწყება ჯანმრთელობის სოციალური ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელიც გახლავთ ყველაზე მაღალი ორგანო ჯანმრთელობის სოციალური ორგანიზაციის, იქ ერთ-ერთ პირველ პუნქტად განიხილება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი სამართლიანი ხელმისაწვდომობის პრინციპი", - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში