ახალი სახეები „ოცნების“ პოლიტსაბჭოში

16 იანვარი 2021, 15:20 1163 ნახვა

ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ოფიციალურად არჩეულია. მან ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა. მას  მხარი  ერთხმად  400-მა დელეგატმა დაუჭირა.

დასახელდა პოლიტსაბჭოს  21 კაციანი შემადგენლობაც, რომელთა შორის არიან ახალი სახეები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.

ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. პოლიტსაბჭო ძირითადად დაკომპლექტდა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებითა და  მინისტრთა კაბინეტის წევრებით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში