ივანიშვილი კობახიძემ ჩაანაცვლა

16 იანვარი 2021, 18:30 1032 ნახვა

ქართული ოცნების რიგით მეექვსე  ყრილობამ  ბიძინა ივანიშვილის სამართალმემკვიდრედ ირაკლი კობახიძე  ერთხმად აირჩია. დღესვე დაამტკიცეს პარტიის პოლიტსაბჭოს 21 კაციანი შემადგენლობა. პარტიაში პოლიტიკური თანამდებობა შეინარჩუნა კახა კალაძემ.

პოლიტსაბჭო კი ძირითადად საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებით და მინისტრთა კაბინეტის წევრებით დაკომპლექტდა. ასევე, საბჭოს რიგებშია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც. მთავარი სიახლე პოლიტსაბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წევრის გამოჩენა.

ვასილ მაღლაფერიძე, ასევე, კობახიძის მოადგილის პოზიციასაც დაიკავებს. დღესვე , პოლიტსაბჭოს წევრებმა უარყვეს ინფორმაცია გუნდში თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის დაპირისპირებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში