ეს არის თორნიკე რიჟვაძის მიმართ მაღალი ნდობის გამოვლინება - ლადო მგალობლიშვილი

16 იანვარი 2021, 20:55 1122 ნახვა

თორნიკე რიჟვაძის პოლიტსაბჭოს წევრობა, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაფასება პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან. ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"თორნიკე რიჟვაძის პოლიტსაბჭოს წევრობა არის დადებითი მოვლენა. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ყოფილიყო წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე თორნიკე რიჟვაძე პარტიის რეგიონული ლიდერი იყო დღეს ის ეროვნული ლიდერი გახდა. ეს არის მის მიმართ ნდობის ძალიან მაღალი ხარისხის გამოვლინება. ეს ასევე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაფასება პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ვინც თვალს ვადევნებთ ქართულ პოლიტიკას, ვხედავთ რა სწრაფად მზარდი პოლიტიკური ლიდერია ბატონი თორნიკე, დღეს ის უკვე ღირსეულად იკავებს თავის ადგილს პოლიტიკურ ლიდერებს შორის" - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში