19 იანვრიდან აჭარაში გათოვდება

17 იანვარი 2021, 15:02 11310 ნახვა

ხვალიდან აჭარაში ამინდი შეიცვლება - სანაპირო ზოლში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი და ქარბუქი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 19-20 იანვარს, თოვლია მოსალოდნელი, როგორც სანაპირო, ასევე მთიან ზონაში.

მთაში მოსალოდნელი ინტენსიური ნალექის  გამო, ზღვის დონიდან 300 მეტრის ზემოთ შესაძლოა შეიქმნას ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა, ასევე შეიზღუდება  ხილვადობა.  ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში