დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა

18 იანვარი 2021, 15:45 879 ნახვა

უახლოეს მომავალში ესპანეთი სოლიდარობის გეგმის შესახებ გამოაცხადებს, რაც კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ერთობრივი ქმედებები და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობა იყო საუბრის მთავარი თემა მადრიდში გამართული შეხვედრისას.

დავით ზალკალიანმა ესპანეთში სამუშაო ვიზიტი კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო და დღესვე შსს მინისტრს და ესპანეთის მეფეს შეხვდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის ესპანეთის სამეფოში ვიზიტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევნებს უკავშირდება

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში