ოპოზიცია ერთ პოზიციაზე ჯერ ვერ შეჯერდა

18 იანვარი 2021, 20:10 1048 ნახვა

გიორგი ვაშაძემ გირჩსა და მოქალაქეებთან შეხვედრა გადაიფიქრა. როგორც აღნიშნულ პარტიებში ვარაუდობენ, ვაშაძის მისამართით შესაძლოა შანტაჟს ჰქონდეს ადგილი. მოქალაქეების ლიდერის განცხადებით,  ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვდნენ ვაშაძეს, ერთადერთი პირობა კი ის არის, რომ შეხვედრა ჩართული კამერების წინაშე წარიმართოს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს მონაწილეობას იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ოპოზიციის ერთიანობის გზებს სცდება. ერთიანი პოზიციის შეჯერების მცდელობას ინდივიდუალურ შეხვედრებში ვერც პარტია „ლელოში“ ხედავენ.

ამ უკანასკნელი პარტიების პოზიციები მოულოდნელი აღმოჩნდა  ალეკო ელისაშვილისა და იაგო ხვიჩიასთვის. ვინაიდან, როგორც ამბობენ, რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძე ინდივიდუალურ შეხვედრაზე თანახმა იყო.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში