აჭარის მაღალმთიანეთში თოვს 

19 იანვარი 2021, 10:43 1578 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვს. თოვლის საფარმა 60სმ-ს გადააჭარბა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღალმთიან სოფლებში გზები, ჯერ-ჯერობით, გაწმენდილი არ არის და გადაადგილების პრობლემაა. 

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები და მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდული არ არის.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია მიეწოდებათ. 

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს. აქ თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს და ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია. 

რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიაც გაითიშა. 

 

ფოტო: ლენა მამულაძე, ილონა შავლიძე 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში