მე-5 რაუნდის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია

19 იანვარი 2021, 12:22 1028 ნახვა

ჯერ ისევ პასუხგაუცემელია როდის ჩატარდება გადამწყვეტი მეხუთე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მოლაპარაკების ფორმატი ისევ გაურკვევლია აცახდებენ ქართულ ოცნებაში.  ვიდრე მომდევნო შეხვედრის თარიღი დაზუსტდება მანამდე  ოპოზიციურმა პარტიებმა რამდენიმე დღეა ერთმანეთთან დაიწყეს  მოლაპარაკებები. ამ პროცესში ჩართვაზე კი სტრატეგია აღმაშენებელი უარს ამბობს.  აქამდე შეხვედრა უკვე გაიმართა გირჩსა და პარტია მოქალაქეებს შორის, რომლის დასრულების შემდეგაც მხარეებმა თქვეს, რომ მათი პოზიციები დაახლოვდა  და სათანამშრომლოდ სხვა პარტიებსაც მოუწოდეს. შევა თუ არა პარლამენტში ალეკო ელისაშვიოლი, ეს ჯერ მას არ გადაუწყვეტია, თუმცა აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებსია და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში მანდატზე უარს აღარ იტყვის. ევროპულ საქართველოში კი განაცხადეს, რომ ვინც საკანონმდებლო ორგანოში შევა და ბოიკოტს შეწყვეტს, როგორც ოპოზიცია პარტია  პოლიტიკურ ველზე აღარ იარსებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში