გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

20 იანვარი 2021, 21:55 909 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში“, ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში