ხულოში შიდა სასოფლო გზები ჩაკეტილია 

21 იანვარი 2021, 11:31 1354 ნახვა

ხულოში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 90 სმ-ს აღწევს. ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. 

გადაადგილება გართულებულია ცენტრალურ მაგისტრალზეც. აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა თოვს. 

რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შეზღუდვები არ არის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში