დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

21 იანვარი 2021, 15:24 1017 ნახვა

კვლავ ინტენსიურად თოვს მთიან აჭარაში. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 90 სმ აჭარბებს. გადაადგილება შეზღუდულია შიდა საუბნო გზებზე. ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები კი ინტენსიურად იწმინდება. მოძრაობა მხოლოდ ორხიდიანი, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითა  შესაძლებელი. გადაადგილება გართულებულია ცენტრალურ გზაზეც.   ენერგოპროჯორჯიას პრესცენტრის ინფორმაციით,  შეფერხებები არ არის ენერგომომარაგებაში. რაც შეეხება ქედას, აქ  აღარ თოვს ქედაში, თუმცა უხვმა ნალექმა პრობლემები ძირითადად გადაადგილების კუთხით შექმნა. მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა შესაძლებელი. თოვლის საფარის სიმაღლე აქაც  ერთ მეტრს აღწევს. გასაწმენდია ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთი, რისთვისაც დილიდან მიმდინარეობს სამუშაოები.  შეზღუდვები იყო ელექტრომომარაგებაში, თუმცა შუქის მიწოდება მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის აღდგენილია. რაც შეეხება ქობულეთს,  მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი.  ყველაზე ინტენსიური თოვა მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებშია, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.  კრიტიკული მონაკვეთია სოფლები დაგვა, კვირიკე, ზენითი. როგორც აჭარის საგზაო   დეპარტამენტში ამბობენ, შესაძლოა დღის ბოლომდე კიდევ უფრო გართულდეს ვითარება. ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ და შემოვლით გზებზე კი მოძრაობა აღდგენილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში