ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვლისა და ლიპყინულის გამო გადაადგილება შეფერხებულია

22 იანვარი 2021, 12:20 1355 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვლისა და ლიპყინულის გამო გადაადგილება შეფერხებულია.მიმდინარეობს მაღალი ზონის სოფლების საავტომობილო გზების გაწმენდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, პრობლემური მონაკვეთებია სოფელი დაგვა, ჩაქვისთავი, ჭახათი, ქვედა და ზედა კვირიკე და აჭყვა, სადაც ხუთი ერთეული ტექნიკაა მუშაობს და მიმიდნირეობს შიდა სასოფლო გზების აღდგენითი სამუშაოები.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიასთან ბრძოლის საკოორდინციო შტაბში, ამ დრომდე არცერთი შეტყობინება არ შემოსულა.

დაბა ჩაქვში, თოვლმა ევკალიპტის ხე წააქცია, რომელმაც ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი დააზიანა. ამ დრომდე არ მიეწოდება გაზი ხუთ აბონენტს. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის მილს შეაკეთებენ. 

ქობულეთის ''სანდასუფთავების'' სამსახურში განაცხადეს, რომ დილიდან დაწყებულია გზების ქვიშისაგან დასუფთავება, რომელიც თოვლის დროს ქუჩებში მოძრაობის გასამარტივებლად დაყარეს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში