“მოლაპარაკებები შემდგომი გადავადების გარეშე” -ევროპარლამენტის მოწოდება

27 ოქტომბერი 2016, 00:00 2695 ნახვა

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „შემდგომი გადავადების გარეშე“ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყოს. წერილში, რომელსაც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი - ლიბე უგზავნის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთს, ევროდეპუტატები მოუწოდებენ საბჭოს, „რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში “სამმხრივი მოლაპარაკები დაიწყოს. ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ამავე კატეგორიაში