ბულვარში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

23 იანვარი 2021, 16:30 1374 ნახვა

ბულვარში "ამბასადორი ბათუმის" მშნებლობის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“  წევრები დაუპირისპირდნენ.

მას მოქალაქეების ნაწილმა უთხრა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლის გამო აქ დგომის უფლება არ ჰქონდა. ჩავლეიშვილის განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის წევრებს აქციაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ბულვარში კანონის დარღვევა მათი მმართველობის დროს დაიწყო. დეპუტატმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში