სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საკითხი

24 იანვარი 2021, 15:15 992 ნახვა

27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიას მოიწვევენ, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერთა განცხადებების დაკმაყოფილება და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება.

საკითხს 26 იანვრის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში