NDI –ის კვლევა და შეფასებები

25 იანვარი 2021, 15:06 1197 ნახვა

სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა და კორონავირუსი - ეს ის საკითხებია, რომლებიც ენ-დი-აის გამოკითხვით მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.  კვლევის თანახმად, ეკონომიკური პრობლემები კვლავაც უდიდესი დაბრკოლებაა - პანდემია კი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

თუმცა გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% კი უარყოფითად. ასევე 38%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ ქვეყნის მიერ აღებული გეზი სწორია.

ხალხის აზრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაზეც მოისმინეს, რაზეც დადებითმა შეფასებამ 24 პროცენტი შეადგინა. 

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში