ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

25 იანვარი 2021, 18:02 744 ნახვა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, დღეიდან 5 დღის განმავლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორი დოკუმენტი განიხილება.

ერთი გახლავთ დოკუმენტი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მყოფი სადამკვირვებლო კომისიის მხრიდან არის მომზადებული. ასევე მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებას განიხილავენ, რომელშიც, ჩიქოვანის თქმით, საქართველო წლიდან წლამდე არის მოხსენიებული, როგორც ქვეყანა, რომელიც ახორციელებს პროგრესს რეფორმების თვალსაზრისით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში