ფუჭად გახარჯული თანხა ქედის ბიუჯეტიდან

26 იანვარი 2021, 20:02 1290 ნახვა

ქედის 2 სოფელში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ. როგორც ირკვევა მიზეზი, სათავე ნაგებობისა და ცენტრალური მაგისტრალის არასწორი განაწილებაა. მაგისტრალი უფრო მაღალზეა, ვიდრე  წყლის სათავე ნაგებობა.

„სამუშაოებზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა, არ არის გათვალისწინებული წყლის მიუწოდებლობის რისკები“ - ეს არის ფრაგმენტი აუდიტის დასკვნიდან. ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობის დაწყებას გაზაფხულზე აანონსებენ მერიაში.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში