დაკეტილი კურორტი “გოდერძი”

27 იანვარი 2021, 20:07 1826 ნახვა

იმის გამო,რომ ბიზნესმა ვერ შეძლო მედიკოსების დარწმუნება ეკონომიკის რეგულაციების დაცვით ამოქმედებაზე, მთის კურორტები არ იხსნება, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შექმნილ რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ.

დამსვენებლების მიღების იმედით დაწყებული ბიზნესი ფინანსური პრობლემების წინაშეა, თუმცა იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება შეზღუდვებს მალე მოხსნის.

ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები შეზღუდვებს იმით ხსნიან, რომ ზამთრის კურორტები მობილობის გენერატორად არის მიჩნეული და ეპიდემიის გავრცელების პირველი შემთხვევები სწორედ ალპური ზამთრის კურორტებიდან დაიწყო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში