ოპოზიციის სადეპუტატო მანდატების გაუქმების საკითხი

28 იანვარი 2021, 11:39 825 ნახვა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, მათივე განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, სწორედ ოპოზიციონერთა მანდატების შეწყვეტა იქნება. ცნობისთვის, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა. მართველი ძალის მხრიდან ოპოზიციაზე ვაჭრობისა და შანტაჟის გზა - ასე აფასებენ "ქართული ოცნების" ოპონენტები მანდატების გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილების გაჭიანურებას. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი ერთპარტიული დარჩება, გაიზრდება ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა, ასევე მოქალაქეების მხრიდან საპროტესტო მუხტიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში