ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს

28 იანვარი 2021, 11:40 775 ნახვა

რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ტრიბუნიდან. ასამბლეის სესიაზე დღეს ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს და  ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე   ისაუბრებს. როგორც  საპარლამენტო დელეგაციის წევრი კახა კუჭავა აცხადებს,  ქართული დელეგაცია რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში