ფერიის ბაღის რეაბილიტაცია

26 აპრილი 2016, 00:00 4938 ნახვა
00:00
00:00

ფერიის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 120 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 330 ათასი ლარია გამოყოფილი. გამგეობის ინფორმაციით მშენებლობა სხვა კომპანიამ დაიწყო, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო მუნიციპალიტეტმა მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. საბავშვო ბაღის მშენებლობა პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. სამშენებლო პროცესს დღეს გამგეობის წარმომადგენლები გაეცნენ. 

ამავე კატეგორიაში