ფასები ბათუმის ბინებზე - კოლიერსის კვლევა

28 იანვარი 2021, 20:01 1665 ნახვა

უძრავი ქონების ბაზრის გლობალურმა მოთამაშემ კოლიერსმა, რომელიც 69 ქვეყანას მოიცავს 3 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით, ბათუმის ბაზარი შეისწავლა კოვიდამდე და მის შედეგად.

გაირკვა, რომ  2020-ში  ძველი ბინების გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით 19%-ით დაიკლო, მაშინ როცა ახალი ბინების რეალიზაცია 31%-ით შემცირდა, ჯამურად კი ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა ეპიდემიის ფონზე 29%-ით შეიკვეცა.

ამავე კვლევით 2020-ში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 35%-ით შემცირდა და 279 მლნი დოლარი შეადგინა, 51 მლნ დოლარი გახდა ძველი ბინების ბაზრის ფასი, თუმცა კლება ამ სეგმენტში ორჯერ ნაკლები - სულ 16% იყო.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა უძრავი ქონების ფასების მიხედვით ეკონომკლასის ბინებზე - კვადრატულ მეტრზე 800 დოლარამდე ფასით, მოთხოვნა 21%-ით დაეცა, საშუალო კლასზე, კვადრატულ მეტრზე - 800-დან 1200 დოლარამდე ფასით მოთხოვნა 56%-ით დაეცა, ხოლო მაღალი კლასის ბინებზე, სადაც კვადრატულ მეტრს 1200 დოლარზე მეტად აფასებენ, მოთხოვნამ 23%-ით დაიკლო.

შედეგად 2020-ში ახალ ბინებზე ფასი საშუალოდ 6%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 776 დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ძველ ბინებზე ფასი პირიქით 2%-ით გაიზარდა და ამჟამად 662 დოლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში