ცვლილება უფრაქციო დეპუტატებისთვის

28 იანვარი 2021, 20:02 795 ნახვა

პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით 78 მა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტით  უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.

ცვლილებები რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში აისახა და ახალი ნორმები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში