ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ნატალია ზოიძე აირჩიეს

29 იანვარი 2021, 12:20 826 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ნატალია ზოიძე აირჩიეს. ეს თანამდებობა ვაკანტური, მას შემდეგ გახდა, რაც ლაშა სირაბიძემ უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა. ნატალია ზოიძე დღემდე ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე იყო.

ფრაქცია ''ქართული ოცნება მრეწველების'' თავმჯდომარის მოადგილე დავით მახარაძე კი იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 

კენჭისყრა ფარული იყო და კანდიდატურას 17-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

 

ფოტო: ბათუმის საკრებულო

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში