ხულოს საკრებულოს სხდომა

29 იანვარი 2021, 18:02 1152 ნახვა

ხულოს საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის ხულოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და  კურორტ ,,გოდერძის“ განაშენიანების გეგმაში. 

ცვლილების მიხედვით სათხილამურო ტრასების მიმდებარე ტერიტორია მცირედით იზრდება.

ასევე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება მერიის ბალანსზე არსებული  ფართის წითელი ჯვრისთვის ორგანიზაციისთვის დროებით გადაცემის შესახებ.

ფართობს თვითმმართველობა და წითელი ჯვარი  თანასარგებლობის პრინციპით გამოიყენებენ. საკრებულოს სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში