სოფელ გუნდაურის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

01 თებერვალი 2021, 12:49 1459 ნახვა

ქედაში, სოფელ გუნდაურის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მიწის მასამ გზა ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.  ელექტროენერგია არ მოეწოდება 40 აბონენტს. ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' თანამშრომლები შემთხვევის ადგილას მუშაობენ.

ამ ეტაპისთვის, სოფელში მცხოვრები 50 ოჯახი  მხოლოდ შემოვლითი გზით სარგებლობს. 

ქედის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ვითარებას ადგილზე გეოლოგები სწავლობენ რის შემდეგაც გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში