„ოცნება“ ცდილობს დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმოს ერთპარტიული პარლამენტი - უდუმაშვილი

02 თებერვალი 2021, 13:22 842 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს დრო გააჭიანუროს, რათა ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს ქვეყანაში.

„ის, რაც დღეს კობახიძემ განაცხადა, ცნობილი იყო ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელსაც პირველს დააყენებინეს ეს ინიციატივა. ახლა „ოცნება“ ცდილობს, რომ დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმოს ერთპარტიული პარლამენტი. ეშინიათ ამის ძალიან.

თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის. ერთადერთი, ამ პროცესის გაწელვას აზრი აქვს, თუ მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ჩანიშნოს ახალი არჩევნები“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში