პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება

04 თებერვალი 2021, 12:19 1227 ნახვა

"ქართული ოცნება" არჩევნებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ქმნის, რომელმაც უმრავლესობის განცხადებით, უნდა დაადგინოს გაყალბდა თუ არა საპარლამენტო არჩევნები?! კომისიის შექმნის საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, ორი კვირის განმავლობაში კომიტეტებზე განიხილავენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი გუნდის ოპონენტები უნდობლობას უცხადებენ. განმარტავენ, რომ მათი გამოძიება ვერ იქნება სამართლიანი, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები არის არალეგიტიმური. საპარლამენტო უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობდა. უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ თუ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 2020 წლის არჩევნების მონაცემები 1 პროცენტით მაინც იქნებოდა გადახრილი, პარტია ხელახალი არჩევნებისთვის მზად იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში