საარჩევნო რეფორმა-პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება

04 თებერვალი 2021, 14:52 972 ნახვა

პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას იწყებს. უნდა შეიცვალოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობა, მათ შორის განიხილება თავმჯდომარის შერჩევის წესი. იმსჯელებენ საარჩევნო ბარიერის დაწევაზეც. ეს ის ცვლილებებია, რომლებზეც პარტია "მოქალაქეები" და "ქართული ოცნება" შეთანხმდა. დაპირებული ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში, „მოქალაქეები“ პარლამენტის დატოვებას გეგმავს. სწორედ ლევან იოსელიანია სამუშაო ჯგუფის თანათავმდჯომარე,  რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში