ლევან კობერიძე პარტია „ლელოს“ ტოვებს

08 თებერვალი 2021, 13:49 787 ნახვა

ლევან კობერიძე პარტია „ლელოს“ ტოვებს – ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

„ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება, ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო. მთელი ჩემი მცდელობა იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ – რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე, შეუსრულებელი დარჩა.

„ლელოსთან“ ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილება, დამეტოვებინა პარტია“ – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში