რუსეთი უკვე უარს არ აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე-იუსტიციის მინისტრი

08 თებერვალი 2021, 14:45 992 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, დეპორტირებულების საქმეზე რუსეთი კომპენსაციის გადახდის განხილვაში ჩაერთო, რაც “მცირე წინსვლაა”. გოჩა ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ ეს განაპირობა აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებამ. სტრასბურგის სასამართლოში პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა საქართველო-რუსეთს შორის ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციას. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ვადების ამოწურვის მიუხედავად, რუსეთს კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია და პროცედურას აჭიანურებს, მათ შორის, ეჭვქვეშ დააყენა ქართული მხარის მიერ წარდგენილი დაზარალებულთა სიის ნამდვილობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში