ბინების ბაზარი ბათუმში - ეპიდემიის შედეგები

09 თებერვალი 2021, 20:04 1197 ნახვა

უძრავი ქონების ბაზრის გლობალურმა მოთამაშემ, კოლიერსმა, რომელიც 69 ქვეყანას მოიცავს 3 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით, ბათუმის ბაზარი შეისწავლა კოვიდამდე და მის შედეგად.

გაირკვა, რომ 2020-ში  ძველი ბინების გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით 19%-ით დაიკლო, მაშინ როცა ახალი ბინების რეალიზაცია 31%-ით შემცირდა, ჯამურად კი ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა ეპიდემიის ფონზე 29%-ით შეიკვეცა.

ამავე კვლევით 2020-ში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 35%-ით შემცირდა და 279 მლნი დოლარი შეადგინა, 51 მლნი დოლარი გახდა ძველი ბინების ბაზრის ფასი, თუმცა კლება ამ სეგმენტში, ორჯერ ნაკლები - სულ 16% იყო.

ახლა ვნახოთ, როგორ შეიცვალა მოთხოვნა უძრავი ქონების ფასების მიხედვით ეკონომ კლასის ბინებზე - კვადრატულ მეტრზე 800 დოლარამდე ფასით, მოთხოვნა 21%-ით დაეცა, საშუალო კლასზე, კვადრატულ მეტრზე - 800-დან 1200 დოლარამდე ფასით მოთხოვნა 56%-ით დაეცა, ხოლო მაღალი კლასის ბინებზე სადაც კვადრატულ მეტრს 1200 დოლარზე მეტად აფასებენ მოთხოვნამ 23%-თ დაიკლო.

შედეგად  - 2020-ში ახალ ბინებზე ფასი საშუალოდ 6% შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 776 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა, ძველ ბინებზე ფასი პირიქით 2%-ით გაიზარდა და ამჟამად 662 დოლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში