რა დახმარებას მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან?

10 თებერვალი 2021, 11:40 662 ნახვა

რა დახმარებას მიიღებს საქართველო  ევროკავშირისგან  მომავალი 7 წლის განმავლობაში, საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. თემის ირგვლივ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა იმსჯელეს.  კონსულტაციების ფარგლებში განიხილეს ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, მომსახურება, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად საქართველომ ევროკავშირისგან  2014-2020 წლებში, ორმხრივ ფორმატში 750 მილიონი ევრო  ფინანსური დახმარება მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში