სტოლტენბერგი - შავი ზღვის რეგიონში ორი ახლო პარტნიორი გვყავს: უკრაინა და საქართველო

10 თებერვალი 2021, 11:40 847 ნახვა

ნატო საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა ყურადღება შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და საქართველოსა და უკრაინასთან ღირებულ პარტნიორობაზე გაამახვილა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერებასა და მის აგრესიულ ქმედებებზეც ისაუბრა და განცხადა, რომ შავ ზღვაში თავისი წარმომადგენლობა ნატომაც გააძლიერა. უკრაინის პრემიერმა კი იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას საქართველოსთან ერთად მიიღებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში