„ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება 

10 თებერვალი 2021, 12:25 1137 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' შემდეგ სტრუქტურულ განახლებას ''ევროპულ საქართველოში'' აანონსებენ. ამბობენ, რომ ცვლილება შეეხება პოლიტიკურ საბჭოს. ასევე ირწმუნებიან, რომ პარტიიდან არავინ მიდის. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ კრიზისული არჩევნების შემდეგ, პარტიის შიგნით გარკვეულ გაუმჯობესებაზე და სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა მიდის, რაშიც გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე აქტიურად არიან ჩართული. მისივე თქმით, პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. 

„პარტიიდან არანაირ წასვლაზე საუბარი არ არის. ეს იქნება სტრუქტურული ცვლილებები, როგორც ცენტრალურ მართვის რგოლში, ისე რეგიონებში, რათა ჩვენ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს. პარტიამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო, ამ უსამართლო, არჩევნების პერიოდში და ჩვენ ვეცდებით სტრუქტურულადაც და ტაქტიკურადაც მოვერგოთ ახალ ვითარებას, რომელიც დღეს არის“ – განაცხადა კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა,  რომ ამ ეტაპისთვის პერსონალური საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი.

​''ევროპული საქართველოს'' თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა, გენერალური მდივანი გიგი უგულავა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კი გიგა ბოკერია.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში