მანდატებს გამოვიყენებთ 3 კენჭისყრაში უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონის მისაღებად - ხათუნა სამნიძე

11 თებერვალი 2021, 13:29 819 ნახვა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის თქმით, მანდატების დათმობასთან დაკავშირებით მათი განცხადება ძალაშია.

თუმცა, მისივე განმარტებით, ვიდრე პარლამენტს მანდატები არ გაუუქმებია, მას უბარიერო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტის მხარდასაჭერად გამოიყენებს.

„ჩვენ მანდატები დავთმეთ, განცხადება ძალაშია და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ნებისმიერ დროს გააუქმოს, მაგრამ თუ ეს მანდატები ძალაში რჩება, ჩვენ მას გამოვიყენებთ სამ კენჭისყრაში იმ კანონპროექტის კანონად ქცევისთვის, რომელსაც ქვია უბარიერო პროპორციული სისტემა.

როდესაც მდინარაძე გვესაუბრება წინაპირობით და შანტაჟით, ჯერ შემოდით და მერეო, მე მას მივმართავ – ჯერ დაარეგისტრიროს კანონპროექტი, რომელსაც დისკუსია არ სჭირდება. მთელი ოპოზიცია ორი წელია, გაერთიანებულია სწორედ ამ იდეის ირგვლივ, დაარეგისტრინონ, გაბედონ. მე მზად ვარ, ჩემი ხმა ჰქონდეს ამ კანონპროექტს და მონაწილეობა მივიღო იმაში, რომ მომავალში ქვეყანამ მიიღოს კარგი საარჩევნო სისტემა"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს კვლავ იზიარებს, მით უფრო რომ ის პარლამენტში საარჩევნო ბლოკის საშუალებითაა შესული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში